вторник, 20 ноября 2012 г.

Naruto (ნარუტო)

ნარუტო — მანგა, რომლის ავტორია მასაში კიშიმოტო.
 სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგის პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ ჩნდება.
ნარუტო უზუმაკი, სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახლადდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელ კონოჰა გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქციელი. იმავე დღესვე დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.
უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან და არც მასზე უმცროსებთან არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ასეთი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა, იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო, შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო კლონის ძიუცუს ვერ შეასრულებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილის დახმარებით ამ ტექნიკას აითვისებს. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ გენინის წოდებას მიიღებს. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან, უჩიჰა სასკესთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, რომელთა ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაში.
ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით.
მანგა:  http://readmanga.ru/naruto
ანიმე:  http://www.narutox.ge/stuff/anime_tv/finished/naruto_tv1_naruto_tv_1/9-1-0-109
















Комментариев нет:

Отправить комментарий