вторник, 20 ноября 2012 г.

One Piece (ვან პის)

მანგა შექმნა ეიტირო ოდიმ.მანგის საფუძველზე შეიქმნა ანიმე-სერიალი და 11 სრულმეტრაჟიანი ანიმე (ფილმი). ასევე შეიქმნა სხვადასხვა სირთულისა თუ სახის ათობით თამაში ამ ანიმეს გარშემო. One Piece არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რაც კი კომპანია Shueisha-ს გამოუშვია.

ეს ამბავი არის ერთ 17 წლის ბიჭ მეკობრეზე, სახელად Monkey D. Luffy. მისი მიზანია, მიაგნოს მსოფლიოში უძვირფასეს განძს, სახელად One Piece. ამის შემდეგ ასრულდება მისი ოცნება და ის გახდება მთელი მსოფლიოს მეკობრეების მეფე. ამ ბიჭს ელის დიდი თავგადასავალი, რომელიც ფათერაკებითაა აღსავსე, თუმცა ის მარტო არაა, მის მგვერდით მისი ერთგული გუნდია.
მანგა:  http://readmanga.ru/one_piece
ანიმე:  http://www.narutox.ge/stuff/anime_tv/ongoing/one_piece_van_pis_van_p_39_isi/1-1-0-77
                                                          Monkey D. Luffy
                                                           ასაკი: 17
                                        დაბადების თარიღი: 5 მაისი
                  ზედმეტსახელი: "Straw Hat Luffy" - ჩალის ქუდიანი ლუფი; "Rubber Man" - კაუჩუკის კაცი
       დამახასიათებელი ნიშნები: არის გულუბრყვილო; უყვარს ბევრი ჭამა; არის ძალინ მეგობრული, მზადაა მეგობრებისათვის თავი გაწიროს. იწელება ^______^
ნაჭამი აქვს დემონის ხილი "Gomu Gomu no Mi", რომელმაც გახადა კაუჩუკის. გააჩნია ელასტიურობის შესაშური უნარი ^___^
One Piece-ის მთავარი გმირი
მოკლე ინფორმაცია: ლუფი დაიბადა მეთევზეთა სოფელ Fushia-ში, რომელიც მდებარეობს East Blue-ში. ბავშვობიდანვე დაუმეგობრდა მეკობრე Red Haired Shanks-ს, რომელიც ხშირად მოდიოდა მის სოფელში... სწორედ Red Haired Shanks-ის დიდი გავლენაა რომ ლუფიმ გადაწყვიტა მეკობრეობა. ის ემუდარებოდა Red Haired Shanks-ს მის ეკიპაჟის წევრად აყვანას, მაგრამ იგი უარზე იყო, რადგანაც ლუფის ჯერ კიდევ ბავშვად თვლიდა. ერთხელ, როდესაც ლუფის ყურადღებას არავინ აქცევდა, მან შემთხვევით შეჭამა "Gomu Gomu no Mi"-ს ხილი, დემონის ხილი. მას შემდეგ ოგო გახდა კაუჩუკის. დიდ ძალასთან ერთად, დემონის ხილს ერთი დიდი მინუსი აქვს - ის ვინც მას შეჭამს, ვეღარასოდეს შეძლებს ცურვას! გავიდა რამოდენიმე ხანი და Red Haired Shanks-მა თავის ეკიპაჟთან ერთად დატოვა ლუფის სოფელი. წასვლის წინ მან ლუფის თავისი ჩალის ქუდი დაუტოვა და უთხრა, რომ უკან მაშინ გამოართმევდა როდესაც ზღვაში შეხვდებოდნენ ერთმანეთს როგორც მეკობრეები. იმ დღიდან მოყოლებული ლუფი გულმოდგინედ ვარჯიშობდა. მისი მიზანი იყო გამხდარიყო მეკობრე და ეპოვა საგანძური One Piece, რომელიც სადღაც ზღვაში იყო დამალული... ეს საგანძური თავის დროზე ეკუთვნოდა ყველაზე ძლიერ მეკობრეს, Gold D. Roger-ს, ზედმეტსახელად "მეკობრეთა მეფეს"...
Red Haired Shanks-ის წასვლის შემდეგ გავიდა 10 წელიწადი... ლუფი გახდა 17 წლის და გადაწყვიტა გასულიყო ზღვაში... მას არც გემი ჰქონდა, არც ეკიპაჟი ყავდა... თუმცა ამან არ შეაშინა და სულ მარტო შეუდგა თავგადასავლებისაკენ მიმავალ გზას... მისი ოცნება "მეკობრეთა მეფედ" გახდომაა და ამაში მას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის!


                                                                 Roronoa Zoro
                                                                     ასაკი: 19
                                             დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი
          ზედმეტსახელები: Pirate Hunter, Mr. Bushido, Marimo (Sanji), Samurai Man, Porcupine Head
შესაძლებლობები: ზორო იდეალურად ფლობს ხმალაობის ტექნიკას და ერთდროულად სამ ხმალსაც კი იყენებს(ერთი პირში უდევს :D). ზორო ხმლების გარეშეც საკმაოდ ძლიერია. მისი ფიზიკური შესაძლებლობები საკმარისია იმისთვის რომ აცოცდეს შენობაზე.
 ასევე ზოროს ძალიან კეთილი გული აქვს, მან თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდო რათა უბრალო მოსახლეები დაეცვა. იგი ერთერთი პირველი დაუმეგობრდა ლუFის და მასთან ერთად გაემგზავრა.

                                                                        Usopp
                                                                     ასაკი: 17
                                                       დაბადების ადგილი: Syrup
                      დამახასიათებელი თვისებები: მატყუარაა; მშიშარაა; კარგი მსროლელია; მაგარი მსახიობია ^__^
ზედმეტსახელი: Long Nose-kun  ( ქართულად ალბათ "გრძელ ცხვირა" :D )
მოკლე ინფო: Ussop - უსო იაპონურად ნიშნავს მოტყუებას. ასე რომ მისი სახელი ორმაგად შეეფერება პერსონაჟს. უსოპი ძალიან, ძალიან დიდი მატუარაა... სწორედ მისი ტყუილები ხდის ამ ანიმეს ძალიან სასაცილოს და ძალიან საინტერესოსაც... უსოპის გარეშე ეს ანიმე წარმოუდგენელია... ეკიპაჟის სხვა წევრებთან შედარებით იგი ნაკლებად ძლიერია, თუმცა ჭკვიანი. "ხერხი სჯობია ღონესაო" - შეიძლება ითქვას უსოპზე...:D



                                                                          Sanji
                                                                       ასაკი: 19
                                დამახასიათებელი ნიშნები:
ეწევა ბევრს, არის ბაბნიკი და საჭმელს ამზადებს შესანიშნავად   ^_^
                                                   დაბადების თარიღი:  2 მარტი

 
ლუFის ეკიპაჟს სანჯი მე20 სერიაში უერთდება. მისი ოცნებაა იპოვოს ლეგენდარული "all blue" ოკეანე სადაც ყველა სახეობის თევზი იქნება. სანჯი ასევე შესანიშნავი მზარეულია. მისი მარცხენა თვალი ყოველთვის დამალულია თავისი ქერა თმით.  9წლის ასაკში იგი უკვე მზარეულად, კოკად მუშაობდა გემზე. ერთ დღესაც მის გემს პირატმა ზეFმა შეუტია და სანჯიც თან წაიყვანა. იაპონიაში გამოკითხვამ აჩვენა რომ ეს პერსონაჟი პოპულარობით მესამე ადგილზეა.


                                                                         Nami
                                                                      ასაკი: 18
                                                              დაიბადა: 3 ივლისს
                                      პროფესია: მეკობრე; ლუფის ეკიპაჟის შტურმანი
               ზედმეტსახელი: ყაჩაღი / მძარცველი ნამი (მეკობრეებს ქურდავს ^__^ )
                            დამახასიათებელი ნიშნები: ლამაზი; ჭკვიანი; მაცდური;

ინფო: ნამი ანიმეში პირველი ეპიზოდიდანვე ჩნდება. ეკიპაჟის ყველაზე ჭკვიანი წევრი. საკმაოდ ლამაზი და მომხიბვლელი. შესანიშნავი შტურმანი. საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე... სიმდიდის დიდი მოყვარული... მისი ერთადერთი მიზანია გახდეს მდიდარი, იაროს მარაზიებში და იყიდოს ძვირფასი ტანსაცმელები ^^ ხშირად, ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს გარეგნობას და სხეულს ^^ ბიკინებში ჩაცმულს ვერცერთი კაცი ვერ უწევს წინააღმდეგობას და ყველაფერს ეუბნება ^^


                                                                  Tony Tony Chopper
                                                                          ასაკი: 15
                                                    დაბადებისდღე:
24 დეკემბერი
                                                   ზედმეტსახელი:
cotton candy lover
      დამახასიათებელი ნიშნები:
არის ძალიან მიამიტი(ყველას ყველაფერს უჯერებს),
       შეჭმული აქვს დემონის ხილი Human Human fruit მას შეუძლია გადაიქცეს ადამიანად


მოკლე ინფორმაცია:
იგი ლუფის 81 სერიაში უერთდება, იგი ყველას ყველაფერს უჯერებს .უყვარს კომპლიმენტების მიღება და არის ძალიან კარგი ექიმი.მისი ოცნება იყო რომ მეგობრები ყოლოდა ^_^

                                                                       Nico Robin
                                                                        ასაკი: 28
                                                          დაიბადა: 6 თებერვალს
                                                    პროფესია: მეკობრე; არქეოლოგი
                                                    ზედმეტსახელი: Miss All Sunday
                          დამახასიათებელი ნიშნები: ლამაზი; ჭკვიანი; ძლიერი;

ინფო: რობინი დემონის ხილის მომხმარებალია. Hana Hana no Mi მას საშუალებას აძლევს მისი კიდურები გააჩინოს ნებისმიერ ზედაპირზე მისი პირველი გამოჩენისას, არავინ იფიქრებდა თუ იგი ლუFის ეკიპაჟს შეუერთდებოდა.. მისი მიზანია პონეგლიფების გაშიფვრა და ისტორიის დაკარგული ნაწილის აღდგენა... ეს მეორე მდედრობითი სქესის წარმომადგენელია ეკიპაჟში...

                                                                              Franky
                                                                           ასაკი: 34
                                                        დაბადების ადგილი: Water 7
                                                   პროფესია: ხელოსანი, მეკობრე ^__^
   დამახასიათებელი თვისებები: უყვარს ფულის ფლანგვა; ძლიერია; რკინისაა ^__^
                                                ზედმეტსახელი: Cutty Flam, The Cyborg
                                                       ლუფის ეკიპაჟის მერვე წევრი

მოკლე ინფო: Fრანკი ეკიპაჟის მერვე წევრია... იგი ყველაზე დიდია - 34 წლის. მაგარი სასაცილო ტიპია... უყვარს პოპულარულობა... ძალიან მგრძნობიარეა





   კიდევ არის ბევრი ისეთი ვისზედაც შეიძლება დაწერა მაგრამ ისედაც ძალიან დიდი გამომივიდა და არამგონია ვინმემ ბოლომდე წაიკითხოს :D ^_^                                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий