вторник, 20 ноября 2012 г.

ანიმეს ჟანრები

ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა,სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.
უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება”ნარუტო” (Naruto), ან ”ბლიჩი” (Bleach) მივიჩნიოთ.
ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება:
აუდიტორიის მიხედვით
  • კოდომო— ანიმე ბავშვებისათვის.
  • სეინენ— ანიმე მამაკაცებისათვის.
  • შონენ — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე).
  • შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე).
  • ჯოსეი— ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA
თემატიკის მიხედვით
  • ბიშიონენ— იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად.
  • ბიშოუჯო — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად..
  • მაქო-შოუჯო — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon
  • მაქო-შოუნენ — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Saman King
  • მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam
  • სენტაი/სუპერ სენტაი— ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
  • სპოკონი — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru No Go.
  • ჰარემი (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როცა მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love Hina.
რომანტიკული ჟანრები
  • ეჩჩი (ecchi) — ეროტიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
  • იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane Ga Nai
  • იური (Yuri) — ანიმე სექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Stravberry Panic!.
  • შონენ-აი (Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
  • შოუჯო-აი ( Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან  განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami To Boshi To Hon No Tabibito .

Комментариев нет:

Отправить комментарий