понедельник, 10 декабря 2012 г.

Another ( სხვა )

მანგა ”სხვა” 2010 შექმნა აიატსუჯი იუკიტომ, ხოლო ანიმე მის მიხედვით გდაღებული იქნა 2012 წელს.
შინაარსი: 26 წლის წინ საშუალო სკოლის მესამე კლასში (მეცხრე კლასი) სწავლობდა ბავშვი სახელად მისაკი. ის კარგად სწავლობდა და კლასელების შორის პოპულარული იყო.მისაკი შემთხვევით მოკვდა  მაგრამ ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ერთმა მოსწავლემ თქვა რომ მისაკი არ მომკვდარა,ის ისევე თავის მერხზე იჯდა და ჯერ კიდევ მათთან იყო.ამის შემდეგ გადაწყვიტეს ისე მოქცეულიყვნენ თითქოს მისაკი არც მომკვდარა,გამოსაშვებ საღამოზე დირექტორმა მისთვის ცარიელი ადგილიც კი დატოვა.სასწავლო წლის  დასასრულს ამ კლასის ერთიან ფოტოზე მისაკის აჩრდილის მომღიმარი სახეც მოჩანდა.ყველას ეგონა რომ ყველაფერი აქ დამთავრდებოდა მაგრამ ეს ისტორია გაგრძელდა...
1998 წლის გაზაფხულზე ამ 9 ”ვ” კლასში გადმოდის ერთი ბიჭი, კოიჩი საკაკიბარა.დღოდადრო ის უცნაურ ატმოსფეროს გრძნობს.მის ყურადღებას განსაკუთრებით ერთი გოგონა იწვევს, სახელად მისაკი მეი, რომელსაც თითქოს ვერავინ ამჩნევს და რომელიც სულ მარტოობაში ხატავს.ეს გოგონა ურჩევს  კოიჩი რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს მაგრამ ის არ უჯერებს.ყველაფერი სწორედ აქედან იწყება...
P.S.მე ანიმე ძალიან მომეწონა,ზოგიერთი  ამბობს რომ მანგა ჯობს მაგრამ მე არ წამიკითხავს.სუსტი გული ვისაც აქვს ვურჩევ არ უყუროს რადგან ბევრი სისხლიანი მომენტია,თუმცა ანიმე პირველივე სერიიდან ჩაგითრევთ ^_^
ანიმე: http://www.narutox.ge/stuff/anime_tv/finished/another_inaja_skhva/9-1-0-359
მანგა:  http://readmanga.me/another










Комментариев нет:

Отправить комментарий